განასხვავებენ ნიახურის სამ სახეობას: ფოთლოვანი, ძირიანი და ღეროიანი. ყველაზე მეტად გავრცელებულია ძირიანი სახეობები. ვეგეტაციის პირველ წელს მცენარე ივითარებს 20-80 სმ- სიმაღლის, 10-დან 60-მდე ფოთოლს. ფოთლებს უფრო დიდი რაოდენობით წარმოქმნიან ღეროიანი ჯიშები. მეორე წელს მცენარე ივითარებს ღეროსა და ყვავილებს. თანაყვავილედი რთული ქოლგაა.
მისი თესლი ძალიან წვრილია, ამიტომ მას აწარმოებენ ჩითილის გამოყვანით. სასურველი ტემპერატურა 15-200 C, სავეგეტაციო პერიოდი 100-160 დღეა. ნიახური სიცივის ამტანია, იგი უძლებს ყინვასაც. ნიახური სინათლის მოყვარულია,მაღალი მოსავალი მიიღება კარგად განათებულ ადგილას. მცენარე კარგად იზრდება ორგანული ნივთიერებებით მდიდარ, ღრმა სახნავი ფენის, ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგებზე. მოითხოვს ტენის უზრუნველყოფას, მაგრამ ვერ იტანს ტენის სიჭარბეს.
თესავენ რიგებად 10-15სმ- ის დაშორებით, ჩათესვის სიღრმე 0,5 სმ. აღმონაცენი ჩნდება 4-6 დღეში. მოსავლის აღება ხდება როცა ფოთლები მიაღწევს 25-30 სმ, მოსავალს იღებენ 3-5 ჯერ.